ერიკ კანტონა: მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი ესპანეთს არ მოუგია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ერიკ კანტონამ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სინამდვილეში, სამხრეთ აფრიკაში გამარჯვება ესპანეთის ნაკრებს არ მოუპოვებია.

"მსოფლიოს ჩემპიონი კატალონია გახდა. მუნდიალზე გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გამოვიდა, რომლის შემადგენლობაში "ბარსელონას" 10 ფეხბურთელი გამოდიოდა. ასე რომ, მსოფლიოს ჩემპიონები კატალონია და "ბარსელონა" გახდნენ", - აქვეყნებს კანტონას ნათქვამს Marca.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე, გადამწყვეტ მატჩში ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს მოუგო (1:0), გამარჯვების გოლი კი "ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ პრინციპით, საფრანგეთის ნაკრებ(ებ)ი ჩრდილოეთ აფრიკის (არაბულ-შავკანიანური) გამოდის!.. პ.ს.ეს, თავის დროზე უდავოდ კარგი ფეხბურთელი, უფრო მსახიობი გამხდარა, ვიდრე სპორტსმენი და... მალე პოლიტიკითაც დაინტერესდება. პ.პ.ს.ზიდანი, ტრეზეგე, ტულალანი, დიარა, ტიგანა,სანია, აბიდალი, ანრი,ანელკა... "დაჟე" ჯორკაეფიც არ იყო ფრანგი!:)
რას "ჩიჩქნიან", ან რა უნდათ?!
18:25 14-04-2015
0
ვეთანხმები 100%-ით
გენო
19:22 14-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული