ვან გაალის კიდევ ერთი ბავშვი

AutoSharing Option

თომას მიულერი, ჰოლგერ ბადშტუბერი, დავიდ ალაბა, დიეგო კონტენტო და ახლა თომას კრაფტიც - მას მერე, რაც „ბაიერნს“ წვრთნის, ლუის ვან გაალი არაერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს ენდო და რეკორდმაისტერის მეორე გუნდში ტალანტები აღმოაჩინა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ლუისი კიდევ ერთ ყველასათვის უცნობ ფეხბურთელს უპირებს პირველ გუნდში გადაყვანას.

ვან გაალი მზადაა, „ბაიერნის“ მოყვარულთა გუნდის 18 წლის შვედი ფეხბურთელი კარლ ოსკარ ლევიჩკი პირველ გუნდში გადაიყვანოს და მას კონტრაქტი გაუფორმოს. ლევიჩკი „ბაიერნში“ 2008 წელს „მალმიოდან“ გადავიდა და დღესდღეობით „ბაიერნის“ მეორე გუნდის ძირითადი შემადგენლობის განუყოფელი წევრია.

მამამისმა, ანდერს ლევიჩკიმ შვედურ გაზეთ „სკანსკა დეგბლადეტს“ უთხრა, რომ მისმა შვილმა უკვე მიიღო შეტყობინება, სადაც წერია, რომ მიუნხენური გრანდი სამომავლოდ მასზე უდიდეს იმედებს ამყარებს.


ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა კი სანდო წყაროზე დაყრდნობით შეიტყვეს, რომ ბავარიელები 18 წლის ფეხბურთელს სულ მალე კონტრაქტს გაუფორმებენ. ლევიჩკი საყრდენი ნახევარმცველია, მაგრამ დაცვაშიც ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში.

 

ლევიჩკი ვან გაალის ასისტენტისა და „ბაიერნის“ მოყვარულთა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჰერმან გერლანდის ფავორიტია.

ლუისს ახალგაზრდა შვედის პირველ გუნდში გადაყვანა სწორედ გერლანდმა ურჩია.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული