იტალიის ჩემპიონატი ყველაზე არაპროგნოზირებადია

AutoSharing Option
"კატანიას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მისი გუნდისთვის დასახული მიზნის მიღწევაში ფსიქოლოგიური ფაქტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სიცილიელები ოცი ტურის შემდეგ 15-ე ადგილზე არიან და სეზონის ბოლოს სერია А-ს დატოვება ემუქრებათ.

"იტალიის ჩემპიონატში" გუნდებზე ყოველთვის სერიოზული ზეწოლა არსებობს, მაგრამ კვლავინდებურად მიყვარს ეს ტურნირი. აქ ყველამ შეიძლება მოახდინოს სენსაცია, ესპანეთისგან განსხვავებით, სადაც ლიდერები ქულებს იშვიათად კარგავენ. სერია А-ში რომ დავრჩეთ, აუცილებელია გუნდში მორალური სიძლიერე შევინარჩუნოთ", - განაცხადა წარსულში არგენტინის ნაკრების ცნობილმა მოთამაშემ.



მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული