ბრაზილია 2014-ის თილისმად ჯავშნოსანი დასახელდა

AutoSharing Option
ფიფამ ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის თილისმად ჯავშნოსანი დაამტკიცა.

ასეთი არჩევანი გადაშენების პირას მყოფი ამ სახეობისადმი მსოფლიოს ყურადღების მიპყრობის სურვილმა განაპირობა. ჯავშნოსანი სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს.

ჯავშნოსნის გარდა, მუნდიალის თილისმად პუმას ვარიანტიც განიხილებოდა.

თილისმას სახელს ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგად შეურჩევენ, მისი ოფიციალური პრეზენტაცია კი 16 სექტემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული