ლუი ვან გაალმა ჰოლანდიელთა შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ანდორასთან და რუმინეთთან შეხვედრებისთვის "ნარინჯისფერების" შემადგენლობა დაასახელა.

საინტერესოა, რომ სიაში არ არიან: არიენ რობენი, ვესლი სნეიდერი, ტიმ კრული, იეტრო ვილემსი, გრეგორი ვან დერ ვილი და ალექსანდრე ბიუტნერი. მათი არყოფნის მიზეზი სხვადასხვაა: ტრავმიდან დაწყებული, სათამაშო პრაქტიკის არქონით დამთავრებული.

მეკარეები: სტეკელენბურგი ("რომა", ვერმეერი("აიაქსი"), ვორმი ("სუონსი").

მცველები: ჰეიტინგა ("ევერტონი"), ვან რეინი ("აიაქსი"), ვირხევერი ("ალკმაარი"), ვლაარი ("სტონ ვილა"), მარტინს ინდი ("ფეიენოორდი"), იანმაატი ("ფეიენოორდი").

ნახევარმცველები: ემანუელსონი ("მილანი"), აფელაი ("შალკე"), სტროოტმანი (პსვ), ვან დერ ვაარტი ("ჰამბურგი"), დე იონგი ("მილანი").

თავდამსხმელები: ჰუნტელაარი ("შალკე"), კიუიტი ("ფენერბაჰჩე"), სხაკენი ("ფეიენოორდი"), ნარსინგი (პსვ), ლენსი (პსვ), ვან პერსი ("მანჩესტერ იუნაიტედი").
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული