იოაჰიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრების შემადგენლობა გააცხადა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა იმ ფეხბურთელთა ვინაობა გააცხადა, ვინც ირლანდიისა და შვედეთის ნაკრებებთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მოემზადება.

გერმანიის ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ნოიერი (ბაიერნი), ტერ შტეგენი (გლადბახი), ცილერი (ჰანოვერი)
მცველები: ბადშტუბერი, ბოატენგი, ლამი (ყველა ბაიერნი), ჰევედესი (შალკე), შმელცერი, ჰუმელსი (ორივე დორტმუნდი), მერტესაკერი (არსენალი)
ნახევარმცველები: ბენდერი, შიურლე (ლევერკუზენი), გიოტცე, როისი, გიუნდოგანი (დორტმუნდი), მიულერი, შვაინშტაიგერი, კროოსი (ბაიერნი), პოდოლსკი (არსენალი), იოზილი, ჰედირა (ორივე რეალი)
თავდამსხმელები: კლოზე (ლაციო)

რაც შეეხება ნაკრებში მხოლოდ ერთი თავდამსხმელის ყოფნას, ლიოვმა განაცხადა, რომ
აუცილებლობის შემთხვევაში პოდოლსკი წინ წაიწევს, თუმცა ტრადიციულად ლუკასი ნაკრებში მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.

მომზადებულია AP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული