კრიშტიანო რონალდო რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" და პორტუგალიის ნაკრების შეტევის ლიდერი კრიშტიანო რონალდო რუსეთის ნაკრებთან 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის მატჩში მონაწილეობას შეძლებს.

შეხვედრა 12 სექტემბერს მოსკოვში, "ლუჟნიკის" სტადიონზე გაიმართება.

პორტუგალიელმა 7 ოქტომბერს, "ბარსელონასთან" (2:2) შეხვედრაში მხარი დაიშავა, თუმცა შეხვედრის ჩამთავრება შეძლო.

8 ოქტომბერს ფორვარდმა სამედიცინო გამოკვლევა გაიარა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ტრავმა სერიოზული არ იყო. რამდენიმე საათის შემდეგ ის პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც ნაკრებს შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული