25 წლის ფორვარდი დარწმუნებულია, რომ ეს მატჩი განსხვავებული იქნება იმისგან, რომელიც გუნდებმა 2011 წლის კოპა ამერიკაზე გამართეს.
შეგახსენებთ, მაშინ ურუგვაიმ ტურნირის მასპინძელ არგენტინას პენალტების სერიაში მოუგო, სადაც თავისი პენალტი სუარესმაც გაიტანა.
"ჩვენ ახლა საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ გვიდგას და არგენტინამაც შარშანდელის შემდეგ აშკარად მოუმატა, მაგრამ მათ აქვთ სისუსტეები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ" - განაცხადა ურუგვაელმა.
"ლივერპულის" ფორვარდი ფიქრობს, რომ ორივე გუნდის ძლიერი
"უკანა ხაზში შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, რადგან ამ შემთხვევაში აუცილებლად დავისჯებით. ჩვენ ძალიან კარგი შემტევი ფეხბურთელები გვყავს. მეტოქის ყველაზე სუსტი წერილი კი, ჩემი აზრით, სწორედ დაცვის ხაზია".
არგენტინის შემდეგ ურუგვაის ბოლივიაში კიდევ ერთი რთული გასვლითი მატჩი ელის. ისევ სუარესი:
"ორივე მატჩი უნდა მოვიგოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტოქეებს ძალიან ჩამოვრჩებით" .
"სელესტე" შესარჩევ ეტაპზე 12 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ არგენტინას 2 ქულით ჩამორჩება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ისე სუარესი მევასება ძალიან მაგარი ფორვარდია ლივერპულში ცოდოა:(