უეინ რუნი ინგლისის ნაკრებს სან-მარინოსთან პირველად უკაპიტნებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" და ინგლისის ნაკრების 26 წლის თავდამსხმელი უეინ რუნი სან-მარინოსთან მატჩში თავის გუნდს კაპიტნის სამკლავურით გაუძღვება.

ეს გადაწყვეტილება ინგლისელთა სამწვრთნელო შტაბმა როი ჰოჯსონის ხელმძღვანელობით მიიღო.

აქამდე კაპიტნად და ვიცე-კაპიტნად არჩეული სტივენ ჯერარდი და ფრენკ ლემპარდი მატჩს, შესაბამისად, დისკვალიფიკაციის და ტრავმის გამო გამოტოვებენ.

აღსანიშნავია, რომ სან-მარინოსთან მატჩი რუნისთვის კარიერაში 77-ე იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული