ვისენტე დელ ბოსკე: ბელორუსის ნაკრები სუსტი მეტოქე არ არის

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ ბელორუსის ნაკრები სუსტი მეტოქე არ არის.

"არ ვიცი, ვინ მოიგებს ხვალინდელ მატჩში, ფეხბურთში ხომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუ არ გჯერათ, "ბაიერნს" ჰკითხეთ, რომელმაც მინსკში ამავე სტადიონზე წააგო.

ჩვენს მეტოქეს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდით, ბელორუსის ბოლო სამი თამაში ვნახეთ. ასევე, ყურადღება მივაქციეთ მათ ახალგაზრდულ ნაკრებს და კლუბ ბატე-ს", - განაცხადა დელ ბოსკემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი და ბელორუსი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან. თემურ ქეცბაიას შეგირდებმა ბოლო ორი თ
ამაში სწორედ ამ გუნდებთან გამართეს, ბელორუსს შინ 1:0 სძლიეს, ხოლო ესპანელებთან მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდნენ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული