ბრაზილია 2014. საკვალიფიკაციო ეტაპი. ევროპა. III ტურის წინ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტური ბევრი განსაკუთრებით საინტერესო მატჩით ვერ გვანებივრებს, თუმცა რამდენიმე დაპირისპირება მართლა დამაინტრიგებელია.

პირველ რიგში, ეს რუსეთისა და პორტუგალიის ნაკრები გუნდების ჯახზე ითქმის, რომელიც 12 ოქტომბერს მოსკოვში გაიმართება.

ასევე საინტერესოა, როგორ ითამაშებს იტალიის ნაკრები სომხეთში, სადაც "სკუადრა აძურას" ადგილობრივი ტიფოზები დიდი ზარზეიმით დახვდნენ;

მოახერხებს თუ არა გერმანია ირლანდიიდან სამი ქულის წაღებას და რამხელა სხვაობით მოუგებს ჰოლანდია ანდორას, ინგლისი კი სან მარინოს...

სამთაბრძოლა ლიდერობისთვის
ორი ტურის შემდეგ A ჯგუფს სათავეში ერთდროულად სამი გუნდი უდგას - სერბეთი,
ბელგია და ხორვატია, რომლებიც ერთპიროვნული ლიდერობისთვის იბრძვიან.

Sportall.Ge12 ოქტომბერს გასამართი მატჩებიდან ამ ტურში ყველაზე საინტერესო დაპირისპირება უდავოდ მაკედონიისა და ხორვატიის ნაკრები გუნდების დერბია, რომელიც სკოპიეში გაიმართება.

ხორვატიის ნაკრებს იდეალურ ფორმაში ჰყავს თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი, რომელსაც ბუნდესლიგის 7 ტურში 6 გოლი აქვს და გერმანიის ჩემპიონატის ბომბარდირთა რეიტინგს სათავეში უდგას.

გამოცდილ ივიცა ოლიჩს მცირე ტრავმა აწუხებს და თანამემამულეებს ვერ დაეხმარება.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე კი, ჯგუფის ცენტრალური მატჩი ბელგრადში დაგეგმილი ჯახია სერბეთსა და ბელგიას შორის.

სერბები პირველ ადგილზე მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდების გამო არიან, ბელგიამ კი გასულ მატჩებში დაამტკიცა, რომ მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლა შეუძლია და თუ ბელგრადშიც სასურველ შედეგს მიაღწია, მარკ ვილმოტსის გუნდი ბრაზილიაში გამგზავრების რეალური კანდიდატი გახდება.

ვილმოტსს ნახევარდაცვის მთავარი სტრატეგი ფელაინი არ ეყოლება. ამ უკანასკნელს მუხლის ტრავმა აწუხებს.

ამ დღესვე დაუმარცხებელი შოტლანდია (ორი ფრე) იმ უელსს სტუმრობს, რომელსაც ორ თამაშში 8 გოლი აქვს გაშვებული...

A ჯგუფი
12 ოქტომბერი
მაკედონია-ხორვატია 22:30
სერბეთი-ბელგია 22:30
უელსი-შოტლანდია 22:45

გუნდი
1 სერბეთი 2 1 1 0 6-1 4
2 ბელგია 2 1 1 0 3-1 4
3 ხორვატია 2 1 1 0 2-1 4
4 შოტლანდია 2 0 2 0 1-1 2
5 მაკედონია 2 0 1 1 1-2 1
6
უელსი 2 0 0 2 1-8 0

ითამაშებს ბალოტელი დიდ ფეხბურთს?
ერევანში იტალიის ნაკრების სომეხმა ფანებმა "სკუადრა აძურას" გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს - 12 ოქტომბერს მთელი სომხეთი ევროპის ვიცე-ჩემპიონთან მატჩით ცხოვრობს.

საფეხბურთო იტალიაში კი ამ მატჩის ფონზე არა მეტოქეზე, არამედ ისევ მარიო ბალოტელიზე საუბრობენ. "მანჩესტერ სიტის" "აღვირახსნილმა" თავდამსხმელმა ამას წინათ, სანაკრებო მატჩების წინ, ახლომხედველობის გასაუმჯობესებლად თვალების ოპერაცია გაიკეთა, რითაც "აძურას" თავკაცი ჩეზარე პრანდელი კიდევ ერთხელ გააბრაზა.

"ვაღიარებ, რომ ამის გამო ბალოტელიზე განაწყენებული ვიყავი, რადგან მან სწორედ სანაკრებო პაუზის წინ მოისურვა იმ ოპერაციის გაკეთება, რომლის გადადება აშკარად შეეძლო. თუმცა მარიო მაინც გამოვიძახე, რადგან მინდა, საბოლოოდ გავარკვიო და მქონდეს ამომწურავი პასუხი კითხვაზე, უნდა თუ არა ბალოტელის დიდი ფეხბურთის თამაში", - განაცხადა პრანდელიმ 11 ოქტომბერს, ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე. უშუალოდ მატჩის შესახებ კი მხოლოდ ასეთი განცხადებით შემოიფარგლა:

"სომხეთის ნაკრები სწრაფად პროგრესირებადი და უკვე საკმაოდ ძლიერი გუნდია, მაგრამ ფაქტია, რომ ერევნიდან სამი ქულა უნდა წავიღოთ".


ორი ტურის შემდეგ ჩეხეთის ნაკრებს მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული (0:0 დანიასთან). 12 ოქტომბერს ჩეხები მალტას მასპინძლობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ წესით, სამი ქულა უპრობლემოდ უნდა მოიპოვონ.

იტალიელების დარად, ბულგარელებსაც 4 ქულა აქვთ და ამ დღეს სოფიაში დანიასთან ურთულესი მატჩი ელით.

B ჯგუფი
12 ოქტომბერი
სომხეთი-იტალია 20:00
ჩეხეთი-მალტა 20:00
ბულგარეთი-დანია 22:00

გუნდი
1 იტალია 2 1 1 0 4-2 4
2 ბულგარეთი 2 1 1 0 3-2 4
3 სომხეთი 2 1 0 1 1-1 3
4 დანია 1 0 1 0 0-0 1
5 ჩეხეთი 1 0 1 0 0-0 1
6 მალტა 2 0 0 2 0-3 0

გაარღვევს გერმანია ტრაპატონის დაცვას?
შვედეთის ნაკრებს ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ მესამე ტურის წინ მაინც მეორე ადგილზეა და რაკი დღეს ფარერებს სტუმრობს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და კომპანია მორიგ სამ ქულას აიღებენ.

შვედები შემტევი ტაქტიკური სქემით (4-3-3) თამაშობენ, რომელშიც ცენტრალური როლი, რა თქმა უნდა, იბრას აკისრია.

ზლატანს თამაშიც რომ არ წაუვიდეს, იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომ მეტოქე გუნდის უკანახაზელების ყურადღებას იქცევს, რითაც სხვა თანაგუნდელებს ექმნებათ დერეფნებიო, ამბობს სკანდინავიელთა მარჯვენა მცველი იუჰანსონი.

ავსტრიის ნაკრებმაც მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა - გერმანიასთან 1:2 დამარცხდა. 12 ოქტომბერს ავსტრიელებს პირველი გამარჯვების მოპოვების იმედი აქვთ, მაგრამ ყაზახეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე ყველასათვის რთული მეტოქეა.

"ჯერჯერობით უკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, რადგან გერმანიასთან წაგება კატასტროფა არ არის. ვფიქრობ, რომ სწორ გზას ვადგავართ და თუ ასე გავაგრძელებთ, მეორე ადგილისთვის ბრძოლა შეგვეძლება. შვედეთისა და ირლანდიის არ უნდა გვეშინოდეს", - ეს ავსტრიელთა კაპიტან ფუხსის სიტყვებია.

Sportall.Geჯგუფის ყველაზე დამაინტრიგებელი მატჩი კი ირლანდიისა და გერმანიის ნაკრები გუნდების დაპირისპირებაა.

გერმანელებს ორი ტურის შემდეგ ასპროცენტიანი შედეგი აქვთ და ქულების დაკარგვას არც დუბლინში გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესგუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც ათივე შეხვედრა მოიგო.

ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი ჯოვანი ტრაპატონის გუნდს სიფრთხილით ეკიდება - ირლანდიელებს მებრძოლი გუნდი ჰყავთ და დაცვაში კარგად თამაშობენ, მათი კარის დალაშქვრა ძალიან ძნელიაო.

მიროსლავ კლოზე ბუნდესგუნდის ფორმით 125-ე მატჩს ჩაატარებს. გერმანელებს კაპიტანი ფილიპ ლამი (დისკვალიფიკაცია) და დაცვის ბურჯი მატს ჰუმელსი (ტრავმა) აკლიათ. ლიოვმა განაცხადს "ჰამბურგის" კაპიტანი ჰაიკო ვესტერმანი დაამატა.

C ჯგუფი
12 ოქტომბერი
ფარერები-შვედეთი 20:00
ყაზახეთი-ავსტრია 20:00
ირლანდია-გერმანია 22:45

გუნდი
1 გერმანია 2 2 0 0 5-1 6
2 შვედეთი 1 1 0 0 2-0 3
3 ირლანდია 1 1 0 0 2-1 3
4 ავსტრია 1 0 0 1 1-2 0
5 ყაზახეთი 2 0 0 2 1-4 0
6
ფარერები 1 0 0 1 0-3 0

ჰოლანდიას რობენი ამჯერად არც სჭირდება
D ჯგუფში ტურის მთავარი მატჩი თურქეთისა და 6-ქულიანი ლიდერის, რუმინეთის ნაკრების დაპირისპირებაა.

რუმინელებს ორივე თამაში მოგებული აქვთ, მაგრამ აქ ისიც უნდა დავამატოთ, რომ ესტონეთი (2:0) და ანდორა (4:0) დაამარცხეს.

თურქები საკუთარ კედლებში ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ რუმინელებს არა მარტო პირველი გოლი გაუტანონ, არამედ პირველი მარცხიც აგემონ, რადგან თურქეთის ნაკრებს ამ მატჩის მოგება სჭირდება.

ჯგუფის ფავორიტი ჰოლანდიის ნაკრები კი, რომელსაც ასევე 6 ქულა აქვს, როტერდამში ანდორას მასპინძლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლუის ვან გაალის შეგირდებს როტერდამული პუბლიკის არაერთი გოლით განებივრება შეუძლიათ.

აქედან გამომდინარე, ჰოლანდიელებისთვის არიენ რობენის ტრავმა სერიოზული პრობლემა არ არის. სამაგიეროდ, ვან გაალმა ნარინჯისფერებში რაფაელ ვან დერ ვაარტი და იბრაჰიმ აფელაი დააბრუნა.

დიდი შანსია, რომ ჰოლანდიის ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდეს წარმოშობით ბრაზილიელ დუგლასს - "ტვენტეს" 24 წლის მცველმა ჰოლანდიის მოქალაქეობა ზუსტად ერთი წლის წინ მიიღო.

ამავდროულად, ესტონეთის ეროვნული გუნდი უნგრეთს უმასპინძლებს.

D ჯგუფი
12 ოქტომბერი
თურქეთი-რუმინეთი 21:30
ესტონეთი-უნგრეთი 22:30
ჰოლანდია-ანდორა 22:30

გუნდი
1 რუმინეთი 2 2 0 0 6-0 6
2 ჰოლანდია 2 2 0 0 6-1 6
3 უნგრეთი 2 1 0 1 6-4 3
4 თურქეთი 2 1 0 1 3-2 3
5 ესტონეთი 2 0 0 2 0-5 0
6
ანდორა 2 0 0 2 0-9 0

შეინარჩუნებს ბენალიო მშრალ სერიას?
შვეიცარიის ნაკრების კარის დარაჯი დიეგო ბენალიო კარს მშრალად ინახავს და მთელ საფეხბურთო შვეიცარიასთან ერთად იმის იმედი აქვს, რომ მის კარს ვერც ნორვეგიელები დალაშქრავენ.

Sportall.Geბენალიოს მშრალი სერიის გაგრძელების მართლაც კარგი შანსი აქვს, რადგან ნორვეგიის ნაკრების მთავარი დამრტყმელი ძალა მოჰამედ აბდელაუ ტრავმირებულია და სკანდინავიელებს ვერ დაეხმარება.

ჯერჯერობით საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ფავორიტი სწორედ ოტმარ ჰიტცფელდის შვეიცარიაა, მეორე ადგილისთვის კი ნორვეგიელებთან ერთად, ისლანდიელებმა, ალბანელებმა, კვიპროსელებმა და სლოვენიელებმა უნდა იბრძოლონ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე დაბალანსებული ჯგუფია, სადაც მუნდიალის საგზურისთვის გაბრძოლება მეტ-ნაკლებად ყველა გუნდს შეუძლია.

E ჯგუფი
12 ოქტომბერი
ალბანეთი-ისლანდია 21:00
შვეიცარია-ნორვეგია 22:30
სლოვენია-კვიპროსი 22:45

გუნდი
1 შვეიცარია 2 2 0 0 4-0 6
2 ისლანდია 2 1 0 1 2-1 3
3 ნორვეგია 2 1 0 1 2-3 3
4 კვიპროსი 2 1 0 1 2-3 3
5 სლოვენია 2 0 0 2 1-4 0

რონალდო და კომპანია მოსკოვში
ორი ტურის შემდეგ ამ ქვეჯგუფში ორი ფავორიტი გამოიკვეთა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ რუსეთი და პორტუგალია სხვა გუნდებს ახლოსაც აღარ გაიკარებენ. შესაბამისად, ამ გუნდების მატჩებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან პირველადგილოსნის ბედი სწორედ ფავორიტების უშუალო დუელებით უნდა გადაწყდეს.

12 ოქტომბერს მოსკოვში მათი პირველი ჯახია. რუსეთს და პორტუგალიას 6-6 ქულა აქვთ, პირველ ადგილზე კი, ბურთების უკეთესი და უნაკლო შეფარდების (6:0) გამო ფაბიო კაპელოს გუნდია.

კრიშტიანო რონალდოც მოსკოვშია და მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონასთან" უმძაფრეს დუელში მცირე ტრავმა მიიღო (მხარი იტკინა), აუცილებლად ითამაშებს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იოლი მისახვედრია, რომ სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით, ლუქსემბურგისა და ისრაელის დაპირისპირება უმნიშვნელოა, თუმცა ისრაელის ნაკრების ფეხბურთელებს სამი ქულის აღება აქვთ დაგეგმილი, რაც ამ ჯგუფში ინტრიგას ყველა ვარიანტში დააბრუნებდა.

F ჯგუფი
12 ოქტომბერი
რუსეთი-პორტუგალია 19:00
ლუქსემბურგი-ისრაელი 23:00

გუნდი
1 რუსეთი 2 2 0 0 6-0 6
2 პორტუგალია 2 2 0 0 5-1 6
3 ლუქსემბურგი 2 0 1 1 2-3 1
4 ჩრდ. ირლანდია 2 0 1 1 1-3 1
5 აზერბაიჯანი 2 0 1 1 1-4 1
6
ისრაელი 2 0 1 1 1-5 1

ვინ დაკარგავს პირველ ქულებს: ბოსნია, საბერძნეთი თუ ორივე?
ლიხტენშტაინისა და ლიტვის დაპირისპირებაზე ყურადღების გამახვილებას ისევ სლოვაკეთისა და ლატვიის მატჩზე მსჯელობა ჯობია, მაგრამ არც ეს მატჩი იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს.

სამაგიეროდ, საბერძნეთისა და ბოსნიის ნაკრები გუნდების ჯახი უდიდეს დაძაბულობასა და კარგ სანახაობასაც გვპირდება. ამ მატჩში მეორეადგილოსანი ლიდერს მასპინძლობს და ინტრიგაა ისიც, რომ ქულები ჯერჯერობით არც ერთ მათგანს არ დაუკარგავს.

ბერძნებს წამყვანი ცენტრალური მცველი კირიაკოს პაპადოპულოსი აკლიათ.

G ჯგუფი
12 ოქტომბერი
ლიხტენშტაინი-ლიტვა 21:30
სლოვაკეთი-ლატვია 22:15
საბერძნეთი-ბოსნია 22:45

გუნდი
1 ბოსნია 2 2 0 0 12-2 6
2 საბერძნეთი 2 2 0 0 4-1 6
3 სლოვაკეთი 2 1 1 0 3-1 4
4 ლიტვა 2 0 1 1 1-3 1
5 ლატვია 2 0 0 2 2-6 0
6
ლიხტენშტაინი 2 0 0 2 1-10 0

ინგლისი გაივარჯიშებს
გაგიკვირდებათ და, სან მარინო ბოლო ადგილზე არ არის. ჯუჯა სახელმწიფოს აბსოლუტურად უსუსურ ნაკრებს მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული და ისიც 0:6 წააგო, მაგრამ უარესიც არსებობს: მოლდოველებს ორი ტურის შემდეგ 7 ბურთი აქვთ გაშვებული, გატანილების გრაფაში კი 0 უწერიათ.

სან მარინო "თავის ადგილზე", სავარაუდოდ, ამ ტურის შემდეგ დაბრუნდება, რადგან ინგლისის ნაკრებს სტუმრობს - თუ, რა თქმა უნდა, მოლდოვამ უკრაინასთან მინიმუმ ისეთივე სხვაობით არ წააგო, რაც დაუჯერებელია.

Sportall.Geინგლისზე არაფერი გვითქვამს? რა უნდა ვთქვათ?

საფეხბურთო კუთხით არაფერია სათქმელი, გარდა იმისა, რომ როი ჰოჯსონი სკანდალებში გახვეულ ეშლი კოულს მე-100 სანაკრებო მატჩის ჩატარების უფლებას არ მისცემს და რაც შეეხება არასაფეხბურთოს: ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ახალი ცენტრი გახსნა და ჰოჯსონის ბიჭები პრინცმა უილიამმა და მისმა მეუღლემ, ქეითმა მოინახულეს...

უკრაინის ნაკრებს აუტსაიდერ მოლდოვასთან სათამაშოდ ოლეგ ბლოხინის ავადმყოფობის გამო მისი ასისტენტები, ანდრეი ბალი და ალექსეი მიხაილიჩენკო გაიყვანენ...

H ჯგუფი
12 ოქტომბერი
მოლდოვა-უკრაინა 22:00
ინგლისი-სან მარინო 23:00

გუნდი
1 ჩერნოგორია 2 1 1 0 8-2 4
2 ინგლისი 2 1 1 0 6-1 4
3 პოლონეთი 2 1 1 0 4-2 4
4 უკრაინა 2 0 1 0 1-1 1
5 სან მარინო 1 0 0 1 0-6 0
6
მოლდოვა 2 0 0 2 0-7 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
G ჯგუფი
12 ოქტომბერი
ლიხტენშტაინი-ლიტვა 21:30
სლოვაკეთი-ლატვია 22:15
საბერძნეთი-ბოსნია 22:45
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული