როი ჰოჯსონი: მოდით, ფიფამ და უეფამ გადაწყვიტოს ვინ დაუშვას შესარჩევ ტურნირებში

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების თავკაცმა როი ჰოჯსონმა საინტერესო თემა წამოჭრა. 12 ოქტომბერს სან მარინოს ნაკრებმა ინგლისელებთან მორიგი მატჩი წააგო, ანგარიშით 0:5 და ანტირეკორდების დამყარება განაგრძო.

ამ გუნდს არსებობის მანძილზე (1990 წლიდან) მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული - ლიხტენშტეინის ნაკრებთან.

"ეს საკითხი მე არ მეხება, დაე ფიფამ და უეფამ გადაწყვიტოს, თუ ვის დაუშვებს შესარჩევ მატჩებში. სან მარინო უკვე დიდი ხანია ასეთ თამაშებში მონაწილეობს.

ისინი ისე თამაშობენ, როგორც შეუძლიათ. ვიცოდით, რომ ამ მატჩში შემტევი ფეხბურთი უკიდურესად დაცვით სტილს დაუპირისპირდებოდა.

მეტოქეს უხეშ თამაშს ვერ დავაბრალებ.
ვერც იმას ვიტყვი, რომ მსგავსი ნაკრებები შეჯიბრებებზე არ უნდა იყვნენ დაშვებულნი", - აღნიშნა ინგლისის ნაკრების თავკაცმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული