რობერტ ლევანდოვსკი: იმედი მაქვს, ჯო ჰარტს გოლს გავუტან

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ 16 ოქტომებრს ინგლისის ნაკრებთან გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ბორუსიასთან" შეხვედრაში ჰარტმა ძალიან კარგად ითამაშა. მაგრამ ის , რომ ეს მან მანჩესტერში თამაშისას მოახერხა, არ ნიშნავს, რომ ვარშავაშიც იგივეს გაიმეორებს. სიმართლე გითხრათ, მაშინ ჰარტს ჩვენც დავეხმარეთ. ასევე ძელიც მის მხარეს იყო.

ამას გარდა, მაინც გავუტანეთ, რაც ნიშნავს, რომ დაუმარცხებელი მეკარე არ არის. შესაძლოა პოლონეთს მოსაგებად ერთი გოლიც ეყოს. იმედი მაქვს ამ გოლს სწორედ მე გავიტან.

ვიცით, რომ ინგლისს დაცვაში პრობლემები აქვს და მოედანზე მათ გაკვირვებას ვეცდებით.
ისინი ყოველთვის რთული მეტოქეები იქნებიან, მაგრამ ევრო 2012-ზე მათ გამოსვლას განსაკუთრებით წარმატებულს ვერ დავარქმევთ", - განაცხადა ლევანდოვსკიმ.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული