პატრის ევრა და იოან კაბაი ესპანეთის ნაკრებთან მატჩისთვის მზად არიან

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი პატრის ევრა და "ნიუკასლის" ჰავბეკი იოან კაბაი საფრანგეთის ნაკრებს ესპანეთთან მატჩში დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი 16 ოქტომბერს გაიმართება.

ორივე ფეხბურთელმა იაპონიის ეროვნულ გუნდთან შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, რომელიც ფრანგებმა ანგარიშით 0:1 წააგეს.

მომზადებულია France Football-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული