ფროდი ბენჯამინესი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ბინძური მოთამაშეა

AutoSharing Option
ფარერების ნაკრების კაპიტანმა ფროდი ბენჯამინესმა შვედეთის ნაკრების ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გალანძღა.

ფარერების და შვედეთის ნაკრებები ერთმანეთს 12 აგვისტოს, 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ტურნირის მატჩში დაუპირისპირდნენ.

”შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე იბრაჰიმოვიჩმა იდაყვი გამკრა. როდესაც გასახდელისკენ გზაზე ზლატანს ამ საქციელის ახსნა ვთხოვე, მან ჩემი ხელებში მოქცევა სცადა.

შვედი ძალიან ქედმაღალია. ის ჩვენს გუნდს მუდმივად ამცირებდა და ტრაბახობდა იმით, თუ სად თამაშობს და რამდენს უხდიან. სიმართლე ვთქვა, მისი საქციელი ბავშვისას ჰგავდა. საერთოდ, იბრაჰიმოვიჩი საკმაოდ უხეში მოთამაშეა და მე ძალიან არ მომწონს", - განაცხადა
ფროდი ბენჯამინესმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული