ჩავი: თუ საფრანგეთის ნაკრებს მოვუგებთ, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური 75 პროცენტით ჩვენია

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჩავიმ საფრანგეთის ნაკრებთან 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩის მოლოდინზე ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ჯგუფში არსებულ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, საფრანგეთი ჩვენი ყველაზე ძლიერი მეტოქეა, რომელთან გამარჯვებაც უკიდურესად საჭიროა.

ამ მატჩს შესაძლოა გადამწყვეტი ვუწოდოთ: თუ მოვიგებთ, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს 75 პროცენტით მოვიპოვებთ.

რთული დაპირისპირება იქნება. საფრანგეთს შესანიშნავი მწვრთნელი და მოთამაშეები ჰყავს, რომლებსაც, მათივე თქმით, დასაკარგი არაფერი აქვთ. ასე რომ, ზეწოლის ქვეშ ჩვენ ვიმყოფებით, ესპანეთი ხომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია და ეს მომავალშიც უნდა დავადასტუროთ", - განაცხადა ჩავიმ.

შეგახსენებთ,
რომ ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩებში ესპანეთის და საფრანგეთის ნაკრებებმა ორ-ორი გამარჯვება მოიპოვეს და ახლა საქართველოს, ფინეთს და ბელორუსს უსწრებენ.

ესპანეთი-საფრანგეთის შეხვედრა 16 ოქტომბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული