დავიდ ვილია: მიხარია, რომ დაბრუნება და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის ყოფნა მოვახერხე

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ფორვარდმა დავიდ ვილიამ საფრანგეთთან 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩის მოლოდინზე ისაუბრა.

"ეს ჯგუფის ორი უძლიერესი გუნდის მატჩი იქნება. საფრანგეთი ძალას არ დაიშურებს.

კარგია, რომ ჩვენმა გუნდმა ტურნირი ორი გამარჯვებით დაიწყო. ეს დიდი ნაბიჯია, რომელიც მოახლოებული შეხვედრის მოგებაშიც უნდა დაგვეხმაროს.

რა თქმა უნდა, საფრანგეთის ნაკრები ძლიერი მეტოქეა. მათ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებიც ესპანეთის ნაკრების ფონზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ.

რაც შემეხება მე, თავს კარგად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ თამაში შემიძლია. ასეთი მძიმე ტრავმის შემდეგ ბევრი
იძულებული ხდება, კარიერა დაასრულოს, მაგრამ ხანგრძლივი ვარჯიშის შემდეგ დაბრუნება მოვახერხე და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ვარ.

მზად ვარ, გუნდშიც ვითამაშო და ნაკრებშიც. ახლა სიტყვა მწვრთნელებზეა", - განაცხადა ვილიამ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩავი: თუ საფრანგეთის ნაკრებს მოვუგებთ, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური 75 პროცენტით ჩვენია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული