დიდიე დეშამი: ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ესპანეთთან შეხვედრის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი გამარჯვებისთვის ითამაშებს.

დეშამის თქმით, ფრანგებს სხვა შედეგი არ დააკმაყოფილებთ.

”ესპანეთის წინააღმდეგ დაცვიდან თამაშს ბევრი ცდილობს და ზოგი თითქმის მატჩის ბოლომდე გაძლებასაც ახერხებს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაწყობს. გამარჯვება გვჭირდება. კარგი თავდამსხმელები გვყავს და მოსაგებად ვითამაშებთ.

თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ესპანელებმა ჩემი ფეხბურთელები საკუთარ კარს მიაჯაჭვონ. მაგრამ ეს უკვე სხვა საქმეა - მათთვის ჩვენი ნებით სივრცის დათმობას არ ვაპირებთ", - განაცხადა დეშამმა.

ასევე იხილეთ:
ვისენტე დელ ბოსკე:
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ბევრი კარგი თავდამსხმელია

ჩავი: თუ საფრანგეთის ნაკრებს მოვუგებთ, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური 75 პროცენტით ჩვენია
დავიდ ვილია: მიხარია, რომ დაბრუნება და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის ყოფნა მოვახერხე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული