მუნდიალი 2014. საკვალიფიკაციო მატჩები. ევროპა: ინგლისზე მაღლა

AutoSharing Option
14 ნოემბერს ევროპის კონტინენტზე მუნდიალის შესარჩევი ციკლის ორი მატჩი გაიმართება და 22 მარტამდე ამ შეჯიბრებაში შესვენება გამოცხადდება.

F ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები ჩვენი მეზობელი ქვეყნის, აზერბაიჯანის გუნდს მასპინძლობს, ხოლო H ჯგუფში ჩერნოგორია ჯუჯა-სახელმწიფო სან მარინოს ნაკრებს მიიღებს.

სან მარინოს ნაკრებს თამამად შეიძლება ეწოდოს ევროპის 53 ქვეყანას შორის ყველაზე სუსტი. ამ შესარჩევ ციკლში მათ გოლი ჯერ არ გაუტანიათ, ქულის მოპოვებაზე საუბარი არც არის.

ჩერნოგორიელებს შესანიშნავი შანსი აქვთ, მორიგი სამი ქულა ჩაიწერონ და ახალი წლისთვის პირველ ადგილზე გადავიდნენ.

ეს, ალბათ, ასეც მოხდება.
ჩერნოგორიელთა თავკაც ბრანკო ბრნოვიჩს სჯერა, რომ სწორედ მისი გუნდი და არა როი ჰოჯსონის ინგლისის ნაკრები, არის ჯგუფის უპირველესი ფავორიტი. "დარწმუნებული ვარ, წელიწადს ამაღლებულ განწყობაზე დავასრულებთ", - აცხადებს ბრნოვიჩი.

ჩერნოგორიის ნაკრებმა 2012 წელს წაუგებლად იასპარეზა, ოქტომბერში ამ გუნდმა 6:0 გაანადგურა სან მარინო მისსავე მოედანზე და აპენინელებს უკეთესი ბედი არც ახლა ელით. "დიდებული სტატისტიკა გვაქვს, მაგრამ, მოდი, ამის შესახებ მატჩის დასრულების შემდეგ ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ აშკარა ფავორიტები ვართ, მაგრამ ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ.

სასიხარულოა, რომ ჩვენი სტატისტიკა ესპანელებისას ემთხვევა, თუმცა საფეხბურთო თვალსაზრისით მათთან ახლოსაც ვერავინ მივა", - თქვა ბრნოვიჩმა, რომელმაც 6 სეზონი "ესპანიოლის" ფეხბურთელად გაატარა.

მასპინძლებს ამ თამაშში კაპიტანი მირკო ვუჩინიჩი და ფლეიმეიკერი სტევან იოვეტიჩი არ ეყოლებათ.

ჩრდილოირლანდიელებს ბოლო შანსი აქვთ, ჯგუფის აუტსაიდერთა კოჰორტას თავი დააღწიონ და რეალურ ბრძოლაში ჩაერიონ.

მათ ჯერ არ მოუგიათ თამაში შესარჩევ ჯგუფში. მასპინძლებს შოტლანდიის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის, ნილ მაკგინის ეიმედებათ, რომელიც "აბერდინში" თამაშობს.

მაკგინმა "აბერდინის" რიგებში ბოლო 7 მატჩში ამდენივე გოლი გაიტანა. სწორედ მან გაუტანა პორტუგალიის ნაკრებს გასულ თვეში და იბერიულ გუნდს ორი ქულაც დააკარგვინა.

"ნილი შესაშურ ფორმაშია და ეს ჩვენთვის დიდი პოზიტივია", - აცხადებს ჩრდილოირლანდიელთა თავკაცი მაიკლ ონილი. აზერბაიჯანელებს ჯერჯერობით მხოლოდ ქულა აქვთ მოპოვებული ჯგუფში, რომელსაც 100%-იანი შედეგით (12 ქულა 4 მატჩიდან) ფაბიო კაპელოს გაწვრთნილი რუსეთის ნაკრები უდგას სათავეში. ამ შეხვედრის გამარჯვებული მარტამდე მე-4 ადგილზე დამკვიდრდება.

H ჯგუფი
ჩერნოგორია-სან მარინო 21:00

გუნდი
1 ინგლისი 4 2 2 0 12-2 8
2 ჩერნოგორია 3 2 1 0 9-2 7
3 პოლონეთი 3 1 2 0 5-3 5
4 მოლდოვა 4 1 1 2 2-7 4
5 უკრაინა 3 0 2 1 1-2 2
6 სან მარინო 3 0 0 3 0-13 0

F ჯგუფი
ჩრდ. ირლანდია-აზერბაიჯანი 23:45

გუნდი
1 რუსეთი 4 4 0 0 8-0 12
2 ისრაელი 4 2 1 1 10-5 7
3 პორტუგალია 4 2 1 1 6-3 7
4 ჩრდ. ირლანდია 3 0 2 1 2-4 2
5 აზერბაიჯანი 3 0 1 2 1-5 1
6 ლუქსემბურგი 4 0 1 3 2-12 1

ამხანაგური მატჩები
14 ნოემბერი
სომხეთი-ლიტვა 19:00
რუსეთი-აშშ 19:00
საემიროები-ესტონეთი 19:30
ბულგარეთი-უკრაინა 20:00
ჩეხეთი-სლოვაკეთი 20:30
ალჟირი-ბოსნია 21:00
კვიპროსი-ფინეთი 21:00
მაკედონია-სლოვენია 21:00
ს. არაბეთი-არგენტინა 21:00
ტუნისი-შვეიცარია 21:15
ლიხტენშტეინი-მალტა 22:00
ისრაელი-ბელორუსი 22:30
ანდორა-ისლანდია 23:00
ჩილე-სერბეთი 23:00
რუმინეთი-ბელგია 23:00
თურქეთი-დანია 23:00
ლუქსემბურგი-შოტლანდია 23:15
ავსტრია-კოტდივუარი 23:30
გაბონი-პორტუგალია 23:30
უნგრეთი-ნორვეგია 23:30
ჰოლანდია-გერმანია 23:30
შვედეთი-ინგლისი 23:30
ირლანდია-საბერძნეთი 23:45
იტალია-საფრანგეთი 23:45
პოლონეთი-ურუგვაი 23:45
ალბანეთი-კამერუნი 00:45
პანამა-ესპანეთი 01:30
პარაგვაი-პუერტო რიკო 03:30
ბრაზილია-კოლუმბია 04:30
ვენესუელა-ნიგერია 05:05
ბოლივია-კოსტა-რიკა 05:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული