თამაში 22 მარტს უნდა გაიმართოს, თუმცა ებრაელები თარიღის შეცვლას ითხოვდნენ. პაულუ ბენტუმ, პორტუგალიის ნაკრების ხელმძღვანელმა უარი მისი გუნდის მზადების შემჭიდროვებული გრაფიკით ახსნა.
ასე რომ, თამაში 22 მარტს გაიმართება. ახლა ებრაელები იძულებულნი არიან თამაში 15 საათზე გვიან არ დაიწყონ, რადგან მატჩის დასრულება პირველი ვარსკვალვის გამოჩენამდე უნდა მოესწროს. პარასკევ საღამოს პირველი ვარსკვლავის გამოჩენა ებრაული შაბათის დაწყებას ნიშნავს, რომლის დროსაც მუშაობა (თამაშიც) აკრძალულია.
თამაში რამათ-განის ეროვნულ სტადიონზე
სხვათა შორის, ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა, წინა ციკლის დროს - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ებრაულმა მხარემ ქართულს თამაშის გადადება სთხოვა და თანხმობაც მიიღო. შედეგად, ისრაელი-საქართველო ხორვატებთან ისტორიული გამარჯვების მესამე დღეს გაიმართა და საქართველოს დაღლილი ნაკრები 0:1 დამარცხდა და თემურ ქეცბაიას გუნდს ჯგუფში დაღმასვლაც დაეწყო.
ასევე იხილეთ:
ქეცბაიას პირველი მარცხი