ვან გაალმა ჰოლანდიის ნაკრებში ვესლი სნეიდერი და არიენ რობენი არ გამოიძახა

AutoSharing Option
ლუის ვან გაალმა ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა იტალიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის.

შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ვესლი სნეიდერი, რომელიც ახლახან "ინტერიდან" "გალათასარაიში" გადავიდა და არიენ რობენი.

ამით ვან გაალის უცნაურობები არ ამოიწურება, სიაში არ არიან მაარტენ სტეკელენბურგი (რომა) და რაფაელ ვან დერ ვაარტი (ჰამბურგი).

ჰოლანდია-იტალია 6 თებერვალს გაიმართება ამსტერდამში.

ჰოლანდიის ნაკრები
მეკარეები: კენეტ ვერმეერი (აიაქსი), მიხელ ვორმი (სუონსი), ტიმ კრული (ნიუკასლი).

მცველები: დელეი ბლინდი (აიაქსი), ხალიდ ბულარუზი (სპორტინგი), დარილ იანმაატი (ფეიენოორდი), ბრუნო მარტინსი (ფეიენოორდი), იორის მატეისენი (ფეიენოორდი), რიკარდო ვან რინი (აიაქსი), სტეფან
დე ვრი (ფეიენოორდი).

ნახევარმცველები: იორდი კლასი (ფეიენოორდი), ლეროი ფერი (ტვენტე), მარკო ვან ხინკელი (ვიტესი), იონათან დე გუზმანი (სუონსი), ადამ მაჰერი (ალკმაარი), კევინ სტროოტმანი (პსვ).

თავდამსხმელები: კლაას-იან ჰუნტელაარი (შალკე), დირკ კუიტი (ფენერბაჰჩე), ოლა იონი (ბენფიკა), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), იერმეინ ლენსი (პსვ), რუბენ სხალკები (ფეიენოორდი), რიკი ვან ვოლფსვინკელი (სპორტინგი).

ასევე იხილეთ:
ლუი ვან გაალი: პეპ გვარდიოლა ჩემს ფილოსოფიას ქადაგებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული