France Football: ყატარმა 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება იყიდა!

AutoSharing Option
ყატარმა მსოფლიოს 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება ფიფას აღმასკომის წევრების მოსყიდვით მიიღო - ასეთია იმ გამოძიების დასკვნა, რომელიც France Football-მა ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ყატარმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ფიფას აღმასკომში გამართული არჩევნების შედეგად მიიღო, რომელიც 2010 წლის დეკემბერში ჩატარდა. ყატარის კანდიდატურამ ხმის მიცემის დროს აშშ-ის, სამხრეთ კორეის, იაპონიისა და ავსტრალიის განაცხადებს აჯობა.

ფრანგული გამოცემა კი ამტკიცებს, რომ აფრიკის კონფედერაციის პრეზიდენტის, ისა აიატოუსა და ჟან ანუმას ხმის ყიდვაში ყატარელებმა 1,5-1,5 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

ამასთან, ყატარი იყო "სპონსორი" 2010 წელს
გამართული აფრიკის კონფედერაციის კონგრესისა, რაც 1,25 მლნ დოლარი დაჯდა და მიზანი ფიფას აღმასკომში ოთხი აფრიკელი წევრის "მოთაფვლა" იყო.

France Football-ის მასალებით ასევე ირკვევა, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისთვის, რომელიც თავისი ხმის მიკუთვნებას აშშ-ის განაცხადისთვის აპირებდა, ყატარის მხარდაჭერისკენ გეოპოლიტიკური მიზეზების გათვალისწინებით უთხოვია.

გამოცემა ვარაუდობს, რომ სარკოზი და პლატინი 2010 წელს შეხვდნენ ყატარის პრინც შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფ ალ-ტანის, რათა ფრანგულ ფეხბურთში ყატარის ინვესტიციების საკითხი განეხილათ. ცნობილია, რომ 2011 წელს კომპანია Qatar Investment Authority-მ "პარი სენ-ჟერმენის" აქციების 70 პროცენტი შეიძინა.

ახლა France Football თავისი მონაცემების ფიფაში გადაგზავნას გეგმავს, რათა მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საქმეზე დამატებით გამოძიება ჩაატაროს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული