შეგახსენებთ, რომ ყატარმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ფიფას აღმასკომში გამართული არჩევნების შედეგად მიიღო, რომელიც 2010 წლის დეკემბერში ჩატარდა. ყატარის კანდიდატურამ ხმის მიცემის დროს აშშ-ის, სამხრეთ კორეის, იაპონიისა და ავსტრალიის განაცხადებს აჯობა.
ფრანგული გამოცემა კი ამტკიცებს, რომ აფრიკის კონფედერაციის პრეზიდენტის, ისა აიატოუსა და ჟან ანუმას ხმის ყიდვაში ყატარელებმა 1,5-1,5 მილიონი დოლარი გადაიხადეს.
ამასთან, ყატარი იყო "სპონსორი" 2010 წელს
France Football-ის მასალებით ასევე ირკვევა, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისთვის, რომელიც თავისი ხმის მიკუთვნებას აშშ-ის განაცხადისთვის აპირებდა, ყატარის მხარდაჭერისკენ გეოპოლიტიკური მიზეზების გათვალისწინებით უთხოვია.
გამოცემა ვარაუდობს, რომ სარკოზი და პლატინი 2010 წელს შეხვდნენ ყატარის პრინც შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფ ალ-ტანის, რათა ფრანგულ ფეხბურთში ყატარის ინვესტიციების საკითხი განეხილათ. ცნობილია, რომ 2011 წელს კომპანია Qatar Investment Authority-მ "პარი სენ-ჟერმენის" აქციების 70 პროცენტი შეიძინა.
ახლა France Football თავისი მონაცემების ფიფაში გადაგზავნას გეგმავს, რათა მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საქმეზე დამატებით გამოძიება ჩაატაროს.