ეს ყველაფერი პორტ სანტოსთან მოხდა, სპეცოპერაციას კი "დაცული საზღვრები" ერქვა. აი, ასე ებრძვის კონფედერაციის თასისა და მუნდიალის მომავალი მასპინძელი ჩინურ კონტრაბანდას.
ჩინური გემის ბორტზე აღმოჩენილია 200 ათასი ცალი ბურთი - 2010 წლის მუნდიალის ოფიციალური ბურთის, "ჯაბულანის" გაყალბებული პროდუქცია და ასევე, 2013 წლის კონფედერაციათა თასის ყალბი "კაფუსები" (ოფიციალური ბურთი).
ბრაზილიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეს ყალბი პროდუქცია განადგურდება.