ბრაზილიის ნაკრებში კაკა გამოიძახეს, რონალდინიო – არა

AutoSharing Option
ლუიშ ფელიპე სკოლარიმ იტალიის და რუსეთის ნაკრებებთან ამხანაგური მატჩებისთვის ბრაზილიის ნაკრების 22-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ "რეალის" ნახევარმცველი კაკა ეროვნულ გუნდშია, ხოლო "ატლეტიკო მინეიროს" ვეტერანი ფორვარდი რონალდინიო შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

ბრაზილიის ნაკრები

მეკარეები
:ჟულიო სეზარი (ქპრ), დიეგო კავალიერი (ფლუმინენსე).
მცველები: დანიელ ალვეში (ბარსელონა), ტიაგო სილვა (პსჟ), დავიდ ლუისი (ჩელსი), დანტე (ბაიერნი), ფილიპე ლუიში (ატლეტიკო), მარსელო (რეალი), დედე (ვასკუ და გამა).
ნახევარმცველები: რამირესი, ოსკარი (ჩელსი), პაულინიო (კორინთიანსი), ერნანესი (ლაციო), კაკა (რეალი), ლუკას მოურა (პსჟ), დიეგო კოშტა (ატლეტიკო), ლუის გუსტავო (ბაიერნი), ჟანი (ფლუმინენსე),
ფერნანდო (გრემიო).
თავდამსხმელები: ჰალკი (ზენიტი), ნეიმარი (სანტოსი), ფრედი (ფლუმინენსე).

21 მარტს ჟენევაში ბრაზილია იტალიას დაუპირისპირდება, 25 მარტს ლონდონში – რუსეთს.

ასევე იხილეთ:
პირველად 23 წლის შემდეგ, ინგლისმა ბრაზილიას მოუგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული