ლუის ვან გაალმა ჰოლანდიის ნაკრებში "ფეიენოორდის" ვუნდერკინდები აიყვანა

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა ლუის ვან გაალმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

22 მარტს ჰოლანდიის ნაკრები "ამსტერდამ არენაზე" ესტონეთის ნაკრებს უმასპინძლებს, 4 დღის შემდეგ კი რუმინეთის ნაკრებს დაუხვდება.

ვან გაალმა ნაკრებში პირველად გამოიძახა "ფეიენოორდის" ვუნდერკინდები, ჟან-პოლ ბოიოტიუსი (18 წლის) და ტონი დე ტრინიდად ვიენა (18) (ორივე ფოტოზე).

ასევე პირველად არის ეროვნულ გუნდში მიწვეული "უტრეხტის" მცველი მაიკ ვან დერ ჰოორნი (20 წლის).

ამასთან, ვან გაალმა ტაქტიკა იცვალა და რამდენიმე ვეტერანიც დააბრუნა ნაკრებში: ვესლი სნეი
დერი
, მაარტენ სტეკელენბურგი და რაფაელ ვან დერ ვაარტი.

ვან გაალმა გუნდში არ მიიწვია ჯერმაინ ლენსი, რადგან პსვ-ის ფეხბურთელმა "ფეიენოორდთან" მატჩის შემდეგ იჩხუბა.

ჰოლანდიის ნაკრები

მეკარეები: კენეტ ვერმეერი (აიაქსი), მიხელ ვორმი (სუონსი), მაარტენ სტეკელენბურგი (რომა).
მცველები: დელეი ბლინდი (აიაქსი), მაიკ ვან დერ ჰოორნი (უტრეხტი), დარილ იანმაატი (ფეიენოორდი), ჯეტრო ვილემსი (პსვ), იორის მატეისენი (ფეიენოორდი), რიკარდო ვან რეინი (აიაქსი), სტეფან დე ვრეი (ფეიენოორდი).
ნახევარმცველები: ხორდი კლასი (ფეიენოორდი), ვესლი სნეიდერი (გალათასარაი), ჯონათან დე გუზმანი (სუონსი), ადამ მაჰერი (აზ), კევინ სტროოტმანი (პსვ), რაფაელ ვან დერ ვაარტი (ჰამბურგი), სიმ დე იონგი (აიაქსი), ტონი ვიენა (ფეიენოორდი).
თავდამსხმელები: ჟან–პოლ ბოიოტიუსი (ფეიენოორდი), კლაას–იან ჰუნტელაარი (შალკე), დირკ კუიტი (ფენერბაჰჩე), ოლა ჯონი (ბენფიკა), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), ბად დოსტი (ვოლფსბურგი), არიენ რობენი (ბაიერნი), რუბენ შაკენი (ფეიენოორდი).

ასევე იხილეთ:
ლუის ვან გაალი: ვითამაშეთ კარგად, ჰოლანდიურ სტილში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული