შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ჯერ ფინეთს დაუპირისპირდება, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდი 22 მარტს საფრანგეთის ნაკრებთან ითამაშებს.
"დიდიე დეშამს შემადგენლობაში ჩვენზე ნაკლები ფეხბურთელები არ ჰყავთ და მათ ეს პირველ შეხვედრაში დაამტკიცეს.
გარკვეულ ეტაპზე ისინი ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდნენ. ფრე მაშინ სამართლიანი შედეგი იყო. იმ დროს ბევრი შეცდომა დავუშვით და მატჩის მიმდინარეობას არ ვაკონტროლებდით. 2:0-ით შეგვეძლო მოგება. სამწუხაროა, რომ მაშინ ფაბრეგასმა პენალტი ვერ გაიტანა.
დარწმუნებულები
საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრის ცოტა მეშინია. არ ვიცი როგორ წარიმარღება მატჩი. ჩვენი მიზანია ინიციატივას დავეუფლოთ, ბურთი ვაკონტრლოთ და ფრანგებს მოედანზე დომინირების საშუალება არ მივცეთ", - თქვა დელ ბოსკემ.
ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებების მატჩი 22 მარტს გაიმართება, ხოლო ფრანგებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები 26 მარტს ეთამაშებიან.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით