თოვლბურთი დენვერში

AutoSharing Option
აშშ-ის და კოსტა რიკის თამაში დენვერში, მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში გაიმართა. კოლორადოს შტატის დედაქალაქში მთელი დღის განმავლობაში თოვდა და თუ როგორ კონდიციებში მოუწიათ გუნდებს თამაში, ამას სურათიდანაც ნახავთ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კოსტა რიკის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ისინი ამ თამაშის გადათამაშებას მოითხოვენ. კოსტა რიკელების აზრით, მატჩის ჰონდურასელ არბიტრ ჯოელ აგილარს თამაში უნდა შეეწყვიტა, რადგან გარემო პირობები შეხვედრის ნორმალურად გამართვის შესაძლებლობას არ იძლეობდა.

ისე, ვინც ეს შეხვედრა ან მისი ფრაგმენტები ნახა, დაგვეთანხმება, რომ სურათი მართლაც უცნაური იყო, რადგან არც მოედნის
თუ საჯარიმოს ხაზები ჩანდა და ბურთიც კი არ იყო წითელი, რაც ნამდვილად გასაკვირია – თოვლის დროს ხომ ყოველთვის წითელი ბურთით თამაშობენ, კოლორადოში კი თოვლი არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა, მითუმეტეს წელიწადის ამ დროს, შესაბამისად, ამერიკელები მოვლენების მსგავსი განვითარებისთვის მზად უნდა ყოფილიყვნენ...

ჰონდურასი-მექსიკა 2:2
გოლები: 0:1 ხ. ერნანდესი (28), 0:2 ხ. ერნანდესი (54), 1:2 კოსტლი (77), 2:2 ბენგტსონი (80).

იამაიკა-პანამა 1:1
გოლები: 1:0 მ. ელიოტი (33), 1:1 ლ. ენრიკესი (66).

აშშ-კოსტა რიკა 1:0
გოლი: 1:0 დემპსი (16).

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰონდურასი 2 1 1 0 4-3 4
2. აშშ 2 1 0 1 2-2 3
3. პანამა 2 0 2 0 3-3 2
4. მექსიკა 2 0 2 0 2-2 2
5. იამაიკა 2 0 2 0 1-1 2
6. კოსტა რიკა 2 0 1 1 2-3 1

მომდევნო ტური

27 მარტი
პანამა-ჰონდურასი, კოსტა რიკა-იამაიკა, მექსიკა-აშშ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების წინ: ზაგრებში ომი იქნება?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული