ალვარო ნეგრედო: ესპანეთისთვის ფრანგებთან მატჩი ფინალივითაა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა ალვარო ნეგრედომ საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ეს მატჩი ფინალივითაა ჩვენთვის და ფრანგებისთვის. ესპანეთი ყველაფერს იზამს, რომ გაიმარჯვოს. საფრანგეთში ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ამასთან ერთად, ფინეთის ნაკრებთანაც უნდა მოვიგოთ. ჩვენმა გუნდმა უკვე ანახა ყველას, რომ მსოფლიოს ნებისმიერ სტადიონზე შეუძლია, ძლიერად ითამაშოს",
- თქვა ნეგრედომ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი 26 მარტს გაიმართება.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული