ბოლო ტურში ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის შეგირდებმა შინ პარაგვაის ვერ აჯობეს (1:1), ჩილე კი 87-ე წუთზე გაშვებული გოლის წყალობით დამარცხდა (პერუსთან).
შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე სულ 6 ტურია დარჩენილი, ამიტომ ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ურუგვაი მეოთხე ადგილზე კი არის, მაგრამ მე-7 ადგილზე მყოფი პერუ "სელესტეს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.
"ალბისელესტეს" ანხელ დი მარია დაუბრუნდა, რომელმაც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა. სამაგიეროდ, გუნდს ტრავმის გამო ფერნანდო გაგო გამოაკლდა და ძირითადში მისი ადგილი ევერ ბანეგამ უნდა დაიკავოს.
მართალია, ბოლივიამ წინა ტურში 0:5 წააგო (კოლუმბიასთან), მაგრამ ლა პასში თამაში რა სიძნელეებთანაც არის დაკავშირებული, ყველამ კარგად ვიცით.
მეორე ადგილზე მყოფი კოლუმბია ვენესუელაში ითამაშებს და მორიგი გამარჯვების მოპოვებას ეცდება. ხოსე ნესტორ პეკერმანის გუნდს ზედიზედ ოთხი მოგება აქვს და მუნდიალის ფინალური ეტაპის საგზური თითქმის ჯიბეში უდევს.
მასპინძლები ორმაგად მონდომებულნი იქნებიან, რადგან ნაკრების მონაწილეობით ეს იქნება პირველი მატჩი, რომელიც უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ ვენესუელაში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ვენესუელა არის ერთადერთი ქვეყანა სამხრეთ ამერიკის 10 სახელმწიფოს შორის, რომლის ნაკრებიც მუნდიალის ფუნალურ ეტაპზე არასდროს მოხვედრილა.
ეკვადორის ნაკრები, რომელმაც წინა ტურში დაისვენა, ბოლო ადგილზე მყოფ პარაგვაის მასპინძლობს. ხერარდო პელუსოს გუნდმა ბოლო ორი მატჩი კარგად ჩაატარა და 4 ქულაც აიღო.
ახლა პარაგვაელები ურუგვაის მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩებიან და თუ ეკვადორში იმარჯვეს, მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში რეალურად ჩაერთვებიან.
26-27 მარტი
ბოლივია-არგენტინა 23:55
ეკვადორი-პარაგვაი 01:00
ჩილე-ურუგვაი 03:30
ვენესუელა-კოლუმბია 04:00
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არგენტინა 10 7 2 1 23-7 23
2. კოლუმბია 9 6 1 2 19-6 19
3. ეკვადორი 9 5 2 2 12-9 17
4. ურუგვაი 10 3 4 3 17-19 13
5. ვენესუელა 10 3 3 4 8-12 12
6. ჩილე 10 4 0 6 14-19 12
7. პერუ 10 3 2 5 11-15 11
8. ბოლივია 10 2 2 6 12-19 8
9. პარაგვაი 10 2 2 6 7-17 8
ბომბარდირები: 9 - იგუაინი (არგენტინა); 8 - მესი (არგენტინა), სუარესი (ურუგვაი); 6 - ფალკაო (კოლუმბია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
არგენტინა და კოლუმბია ბრაზილიას მიუახლოვდნენ, ლეო მესი კი - დიეგო მარადონას