საფრანგეთი VS ესპანეთი - ვისთვის დაგრძელდება გზა ბრაზილიისკენ?

AutoSharing Option
მთელი საფეხბურთო მსოფლიოს ყურადღება პარიზის "სტად დე ფრანსისკენ" იქნება მიპყრობილი - დიდი ალბათობით, 26 მარტს გაირკვევა, ვინ გაიმარჯვებს ბრაზილიური მუნდიალის იმ შესარჩევ ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები თამაშობს.

თუ ესპანეთის ნაკრებმა პარიზში ფრანგებს ვერ სძლია და შემდეგ სამფეროვნებმა უდანაკარგოდ იასპარეზეს, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ბრაზილიისკენ მიმავალ გზას დაიგრძელებს და პლეი ოფში ითამაშებს.

ესპანელებმა გასულ პარასკევს შინ ფინეთთან 1:1-ით განწყობაც წაიხდინეს და სატურნირო მდგომარეობაც გაიუარესეს, თუმცა დიდიე დეშამის გუნდი მანამდეც საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს, რასაც გასულ შემოდგომაზე ესპანეთში ნათამაშები 1:1-ით მიაღწია.

როგორც უკვე ვთქვით, ფრე მისაღები შედეგი მასპინძლებისთვის იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფრანგები გამარჯვებაზე არ ფიქრობენ - ისინი ხომ სამი ქულით პირველადგილოსანთან დაკავშირებულ ყველა კითხვის ნიშანს გააქრობენ.

"შესარჩევი ტურნირის დასრულებამდე ოთხი მატჩი დაგვრჩა და თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია, თუმცა, რა თქმა უნდა, პარიზში გასამართ შეხვედრას ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

ფინეთთან დაკარგული ქულების მიუხედავად, ოპტიმისტურ განწყობას ვინარჩუნებთ",
- განაცხადა ესპანელთა თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ.

ესპანეთის ნაკრებს მიკროტრავმების შემდეგ უბრუნდებიან ჩავი და ჩაბი ალონსო; იკერ კასილიასის ადგილს კი კარში, სავარაუდოდ, კვლავაც ბარსელონელი ვიქტორ ვალდესი დაიკავებს.

საფრანგეთის ნაკრებს სერიოზული დანაკლისი არ აქვს და იმ სასტარტო თერთმეტეულში, რომელიც დეშამმა საქართველოსთან მატჩში გაამწესა, ცვლილებები ნაკლებად არის მოსალოდნელი.

"მთავარია, ესპანელებს არ მივცეთ იმის საშუალება, რომ საკუთარი თამაში თავს მოგვახვიონ. ამ შემთხვევაში წარმატებას აუცილებლად ჩვენ მივაღწევთ", - აცხადებს ფრანგთა ლიდერი ფრანკ რიბერი.

შეგახსენებთ, ეს გუნდები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლამდე ბოლოს ერთმანეთს ევრო 2012-ის მეოთხედფინალში გადაეყარნენ, სადაც ესპანეთმა საფრანგეთს დამაჯერებლად, 2:0 სძლია.

მატჩს ცნობილი უნგრელი არბიტრი ვიქტორ კაშაი განსჯის.

I ჯგუფი

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩავის ინიციატივით, ესპანეთის ნაკრებმა პარიზში იკერ კასილიასი წაიყვანა
მკითხველის კომენტარები / 4 /
გთხოვთ მომწეროთ თუ რომელი საიტით არის შესაძლებელი თამაშის ყურება
თინა
23:18 26-03-2013
0
რომელ საათზეა?
gela
17:30 26-03-2013
0

სიახლეები პოპულარული