ჩერნოგორია-ინგლისის მატჩი ჩაშლის პირასაა

AutoSharing Option
2014 წლის მუნდიალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვალიფიკაციო მატჩი ჩერნოგორიაში გაიმართება - პოდგორიცაში ჩერნოგორიის ნაკრები ინგლისის ნაკრებს მასპინძლობს. თამაში ჩაშლის პირასაა, რადგან ჩერნოგორიაში წინა დღეს გადაუღებლად წვიმდა.

კოკისპირული წვიმა, ჭექა-ქუხილის აკომპანიმენტში, თითქმის მთელი დღე და ღამე გრძელდებოდა, რის გამოც ორივე ნაკრებს თითქმის ჩაეშალა ვარჯიში. 26 მარტს წვიმამ გადაიღო და ამით მატჩის გამართვა შესაძლებელი გახადა, თუმცა სტადიონი ჯერაც დატბორილია და სამუშაოები მიმდინარეობს.

თუკი კოკისპირული წვიმა არ განახლდება, თამაში გაიმართება.

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა: ბრიტანელები ბალკანეთში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული