ლუის ვან გაალი: ჰოლანდიის ნაკრების მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალია

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს სწამს, რომ "ნარინჯისფერები" ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე წარმატებულად გამოვლენ.

26 მარტს ჰოლანდიის ეროვნულმა გუნდმა მუნდიალის შესარჩევი ციკლის მატჩში რუმინეთს უმასპინძლა და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ვან გაალის შეგირდები 18 ქულით ჯგუფს ლიდერობენ, უახლოეს მდევარ უნგრეთს კი 7 ქულით უსწრებენ.

"შესაძლოა, ვინმეს ეს არარეალისტურად ეჩვენება, მაგრამ ჩვენი მიზანი - მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალია.

თუკი გუნდი შეკავშირდება, ტურნირზე საუკეთესონი ვიქნებით.

ჰოლანდიის ნაკრები კარგად ირჯება იმ ვითარებაში, როდესაც მეტოქე ბურთს აკონტროლებს, მაგრამ ახლა სხვა კომპონენტებში
მომატება გვჭირდება",
- თქვა ვან გაალმა.

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი: ჩერნოგორიაში სისხლი დაიღვარა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული