ქარიმ ბენზემა: ალბათ დამეთანხმებით, ესპანეთთან წაგებას არ ვიმსახურებდით

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი ქარიმ ბენზემა დარწმუნებულია, რომ ესპანეთის ნაკრები "სტად დე ფრანსზე" გამარჯვებას არ იმსახურებდა.

26 მარტს საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ესპანელებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვეს.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი პედრო როდრიგესმა შეაგდო.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ამ გამარჯვების შემდეგ ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ და მდევარ საფრანგეთს ქულით უსწრებენ.

"ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ. თამაშს თუ უყურეთ, დაინახავდით, რომ წაგებას აშკარად არ ვიმსახურებდით.

სამწუხაროდ, შეცდომა დავუშვით და ის ძალიან ძვირი დაგვიჯდა. ესპანელებმაც უმალვე დაგვსაჯეს.

ვგ
რძნობდი
ტრიბუნების ზეწოლას? ეს არაფერია, უარესებიც ყოფილა. თავს კარგად ვგრძნობ და შევეცდები, ნაკრებისთვის გავიტანო. მთავარი გუნდია! საკუთარი თავისა კი მჯერა",
- აქვეყნებს ბენზემას ნათქვამს Goal.com.

ასევე იხილეთ:
საფრანგეთი-ესპანეთი 0:1 - "ფურია როხას" დიდი ნაბიჯი ბრაზილიისკენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული