26 მარტს საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ესპანელებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვეს.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი პედრო როდრიგესმა შეაგდო.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ამ გამარჯვების შემდეგ ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ და მდევარ საფრანგეთს ქულით უსწრებენ.
"გაშვებული გოლის შემდეგ ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით, მაგრამ ბრძოლა ბოლო წუთამდე არ შეგვიწყვეტია.
ანგარიშის გათანაბრების შანსი მოედნიდან პოლ
ესპანეთი კვლავაც ესპანეთად რჩება, მაგრამ ვიმეორებ - მეტოქეს კაცნაკლულებმაც კი დავაწყვიტეთ ნერვები და მასზე მეტი საგოლე მომენტი შევქმენით", - თქვა დეშამმა.
მუნდიალის შესარჩევ ციკლში მომდევნო შეხვედრას ფრანგები საქართველოს ნაკრებთან სტუმრად გამართავენ, ესპანელები კი - ფინელებთან.
ასევე იხილეთ:
საფრანგეთი-ესპანეთი 0:1 - "ფურია როხას" დიდი ნაბიჯი ბრაზილიისკენ [VIDEO]
ვისენტე დელ ბოსკე: ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ესპანეთის ნაკრებმა თამაშის სტილი შეცვალოს