რობინ ვან პერსიმ იოჰან კრუიფის შედეგი გააუმჯობესა

AutoSharing Option
2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში ჰოლანდიის ნაკრებმა 4:0 გაანადგურა რუმინეთის ნაკრები. ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა ჰოლანდიის ნაკრების 29 წლის თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ.

პირველი გოლით, რომელიც მან არიენ რობენის ჩაწოდების შემდეგ თავურით გაიტანა, შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

ვან პერსიმ ჰოლანდიის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირებში ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდა იოჰან კრუიფს (33 გოლი ნაკრებში) გადაასწრო და 1 გოლი აშორებს რუუდ ვან ნისტელროის (35 გოლი) შედეგს.

ახლა რობინ ვან პერსი ჰოლანდიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ პატრიკ კლუივერტს 6 გოლით
ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ კლუივერტი ახლა ლუის ვან გაალის ასისტენტია.

"მე ძალიან სწრაფად ვმოქმედებდი პირველი გოლის ეპიზოდში, რადგან რობენს უყვარს მაგრად ჩაწოდება და დაყოვნება არ შეიძლება. კარგია, რომ ორჯერ გავიტანე და ნაკრებში წარმატებული თამაში დამეხმარება, კლუბშიც დავიბრუნო ტოპ-ფორმა", - განაცხადა რობინ ვან პერსიმ, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 10 თებერვლის მერე არ გაუტანია.

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი: ჩერნოგორიაში სისხლი დაიღვარა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული