ბოლივიის პრეზიდენტმა ლიონელ მესის პონჩო ჩააცვა [VIDEO]

AutoSharing Option
ბოლივიის პირველმა პირმა ევო მორალესმა ლიონელ მესის ვიზიტი ლა-პასში უყურადღებოდ არ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად ბოლივიაში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ჩაატარა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მორალესმა კი მესის პონჩო ჩააცვა.

რაც შეეხება მატჩს, მესის თქმით, ბოლივიაში თამაში ძალიან რთულია. ბოლივიელთა მხრიდან მარსელო მორენო გამოირჩა, ხოლო არგენტინის ნაკრებიდან - ევერ ბანეგა.

VideoSportall.Ge
ლიონელ მესის პონჩო ჩააცვეს


"დავიღალეთ თუ არა? დიახ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. ფიზიკურად რთულია 3600 მეტრის
სიმაღლეზე თამაში. აქ
ძალიან ცუდი პირობებია. როცა სიჩქარეს უმატებ, შემდეგ აღდგენისთვის ბევრი დრო გჭირდება. ვიცოდით, ასე რომ იქნებოდა და ვცდილობდით, ასეთ პირობებს შევჩვეულიყავით.

გათანაბრება შევძელით და გარკვე
ულ მომენტებში კარგად გამოვიყურებოდით. მატჩის ბოლოსკენ მოგებაც შეგვეძლო. ამიტომ დასანანია, რომ ამდენი ძალის დახარჯვის შემდეგ ვერ მოვიგეთ.

გავინაღდეთ თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა? არა, მაგრამ ამასთან ახლოს ვართ",
- თქვა მესიმ.

VideoSportall.Ge
26.03.13. ბოლივია - არგენტინა 1:1


არგენტინის ნაკრები შესარჩევ ჯგუფში ლიდერობას ინარჩუნებს. 10 მატჩის შემდეგ ალეჰანდრო საბელიას შეგირდებს აქტივში 24 ქულა აქვთ.

"მარკას" ინფორმაციით, ტაიმებს შორის შესვენებაზე მესის გული აერია, ხოლო ანხელ დი მარია ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიდა.

Sportall.Ge

მომზადებულია Ole-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული