პეტრ ჩეხმა ერევანში მე-100 სანაკრებო მატჩი ითამაშა

AutoSharing Option
2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში სომხეთისა და ჩეხეთის ნაკრებთა შორის (0:3) სტუმართა გოლკიპერმა პეტრ ჩეხმა ეროვნული ნაკრების მაისურა მეასედ მოირგო.

30 წლის გოლკიპერმა იუბილე ბრწყინვალე თამაშით აღნიშნა. მან ჰენრიხ მხითარიანისა და იურა მოვსისიანის ორი ძალიან სახიფათო დარტყმა მოიგერია და კარი მშრალად შეინახა.

"ძალიან ამაყი ვარ, რომ ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩს მივაღწიე და მიხარია, რომ იუბილე ძალიან მნიშვნელოვან მატჩში მოგებას დაემთხვა", - განაცხადა პეტრ ჩეხმა.

ახლა ეროვნულ ნაკრებში თამაშების რიცხვით ჩეხი მეორე ადგილზეა. პირველზეა კაროლ პობორსკი 118 თამაშით.

პეტრ ჩეხი უკვე
6-ჯერ დაასახელეს ჩეხეთის საუკეთესო ფეხბურთელად.

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი: ჩერნოგორიაში სისხლი დაიღვარა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული