ჟერარდ პიკე: არ მესმის იმ კატალონიელების, რომელთაც ჩვენი წაგება უხარიათ

AutoSharing Option
საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებთა საკვალიფიკაციო მატჩის (0:1) შემდეგ აღშფოთებას ვერ მალავდა გამარჯვებულთა მცველი ჟერარდ პიკე.

26 წლის მცველი ვერაფრით იგებს, თუ რატომ გულშემატკივრობს კატალონიელთა დიდი ნაწილი ესპანეთის მოწინააღმდეგე გუნდებს.

"რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია, თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ მე ვერაფრით გამიგია, როგორ შეიძლება კატალონიელი, "ბარსელონას" გულშემატკივარი ესპანეთის ნაკრების წაგებით ხარობდეს; როგორ შეიძლება "ბარსას" ფანმა ამ გუნდის ფეხბურთელების წაგება მოინდომოს. ჩვენც ხომ ისეთივე კატალონიელები ვართ, როგორც ისინი? პირადად მე რაც შემეხება, ესპანეთის ნაკრების ერთგული ვარ და თავს არ ვზოგავ", - განაცხადა
პიკემ.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ძალიან ძლიერია სეპარატისტული განწყობა და მოსახლეობის დიდი ნაწილი ესპანეთისგან დამოუკიდებლობას ითხოვს.

ასევე იხილეთ:
საფრანგეთი-ესპანეთი 0:1 - "ფურია როხას" დიდი ნაბიჯი ბრაზილიისკენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული