სტივენ ჯერარდი: მეორე ტაიმში, უბრალოდ, გავჩერდით

AutoSharing Option
მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩი პოდგორიცაში ჩერნოგორიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა, რის გამოც სლავთა გუნდმა როი ჰოჯსონის შეგირდებზე 2-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა ინგლისელთა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა: "მეორე ტაიმის 20-30-წუთიან მონაკვეთში, უბრალოდ, გავჩერდით. სტუმრად ასეთ მნიშვნელოვან მატჩში ასეთი მოდუნება კი არ შეიძლება. პასებს ვეღარ ვაკეთებდით წესიერად და ამის გამო ბურთზე კონტროლი დავკარგეთ. არადა, როცა 1:0-ს იგებ, უბრალოდ, აუცილებელია კიდევ შეუტიო, რადგან ამ ანგარიშზე გაჩერება არ შეიძლება, სახიფათოა.

მიუხედავად ამისა, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება ჯერ
კიდევ შეგვიძლია. მეორე ტაიმებში უკეთ უნდა ვითამაშოთ და ყველა დარჩენილი შეხვედრა მოვიგოთ. მოკლედ, ახლა გადამწყვეტი უკრაინაში მოგება იქნება
".

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი: ჩერნოგორიაში სისხლი დაიღვარა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული