განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ეს ყველაფერი მას მერე, რაც ადგილობრივმა პოლიციამ მოედანს მთლიანად ალყა შემოარტყა, რათა გულშემატკივარს მოედანზე არ შეეღწია.
"დეილი მეილის" ინფორმაციით, სიტუაცია დაამძიმა იმანაც, რომ სტუმართა ფანების გარკვეულმა ჯგუფმაც მოახერხა ჩხუბში ჩაბმა. თუმცა მატჩის დაწყება მსგავსს არაფერს მოასწავებდა.
გულშემატკივარმა, პატივისცემის ნიშნად, ფეხზე მდგომმა მოისმინა ორივე ქვეყნის
აი, რა მოხდა ამის შემდეგ, ზუსტად ამის თქმა გვიჭირს. ჩხუბი მოულოდნელად მასპინძელთა კარებების უკან განლაგებულ ტრიბუნაზე დაიწყო.
ჯერჯერობით უეფასგან კომენტარი ამ მოვლენებს არ მოჰყოლია, თუმცა ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ ჩერნოგორიული მხარე უმკაცრესად დაისჯება.
Video
ჩხუბი ჩერნოგორია-ინგლისის მატჩის ტრიბუნაზე
ჩხუბი ჩერნოგორია-ინგლისის მატჩის ტრიბუნაზე
მატჩის შემდგომ
როი ჰოჯსონი: "გაბრაზებული ვარ, რომ მაღალ დონეზე ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ ვერ მოვახერხეთ უპირატესობის განმტკიცება და მატჩის მოგება. მიმაჩნია, რომ მოგებასთან უფრო ახლოს ჩვენ ვიყავით, მაგრამ სათანადოდ უნდა დავაფასოთ მეტოქის მონდომებაც, რომელმაც მეორე ტაიმში ძალიან კარგად ითამაშა და თავისი შანსი გამოიყენა. ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ 90 წუთის განმავლობაში ერთ დონეზე თამაში ვერ შევძელით. ვიცოდით, რომ ჩერნოგორიაში მოგება ძალიან რთული იქნებოდა.
ქულა, რომელიც დღეს დავიმსახურეთ, საშუალებას გვაძლევს, რომ მოვლენათა მიმდინარეობა თავად ვაკონტროლოთ. ყველაზე საინტერესო ეტაპი სწორედ ამის შემდეგ იწყება. ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა. ამისთვის სექტემბერ-ოქტომბერს კარგ ფორმაში უნდა შევხვდეთ. დარჩენილი ოთხი მატჩიდან სამი შინ გვიწევს, თანაც უშუალო კონკურენტებთან".
სტივენ ჯერარდი: "ჩვენ მეორე ტაიმში დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში ფეხბურთის თამაში შევწყვიტეთ, რისი გაკეთებაც გასვლით მატჩებში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. პასი მოიშალა თუ არა, თამაშზე კონტროლი დავკარგეთ. მეტოქემ გოლი ნამდვილად დაიმსახურა. 1:0-ზე აუცილებელია შეტევაში თამაში, რადგან ეს ანგარიში არაფრის გარანტიას არ იძლევა.
ახლა ისღა დაგვრჩენია, უკრაინაში მხოლოდ სამი ქულისთვის ჩავიდეთ, ხოლო საშინაო თამაშებში მაქსიმალური შედეგისთვის ვიბრძოლოთ. მიუხედავად ამჟამინდელი მდგომარეობისა, დარწმუნებული ვარ, რომ ინგლისის ნაკრები მაინც მოახერხებს პირველ ადგილზე გასვლას".
როი ჰოჯსონის გუნდის თამაში კრიტიკულად შეაფასა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, 42 წლის როი კინმა. აი, რა თქვა მან: "ძალიან მინდა ვიცოდე, თუ რა მოხდა ასეთი შესვენებაზე ინგლისელთა ბანაკში, რადგან კონცენტრაციის ასე დაკარგვა, უბრალოდ, აღმაშფოთებელია. არ მჯერა, რომ ინგლისელებმა მეორე ტაიმი ამდენად სუსტად ჩაატარეს. მეგონა, რომ ჰოჯსონი გარკვეულ კორექტივებს შეიტანდა, რაც გუნდზე აუცილებლად აისახებოდა, მაგრამ მომატების ნაცვლად ისინი ყველანი ისხდნენ და ელოდებოდნენ, როდის გაათანაბრებდნენ ანგარიშს მასპინძლები. მწვრთნელებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ წინათგრძნობა მსგავს ეპიზოდებში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი: ჩერნოგორიაში სისხლი დაიღვარა! [VIDEO]