ტრაგედია ბრაზილიაში: მუნდიალის სატესტო ღონისძიების წინ "სეარას" 2 ფანი ჩაცხრილეს

AutoSharing Option
კვირას ბრაზილიაში საფეხბურთო ტრაგედია დატრიალდა - მსოფლიოს ჩემპიონატის სატესტო შეჯიბრებისას, რომელიც ქალაქ ფორტალეზაში გაიმართა, "სეარას" ორი ფანი მოკლეს.

ფორტალეზას სტადიონ "კასტელაოზე", რომელმაც 2014 წლის მუნდიალს უნდა უმასპინძლოს, ტესტ-ივენთი გაიმართა "ფორტალეზასა" და "სეარას" შორის, რომელიც კონფედერაციის თასის (და შესაბამისად, მუნდიალის) მოსამზადებელ ეტაპად განიხილება.

ფანები სტადიონზე მიდიოდნენ, როცა მათ ესროლეს. როგორც მოწმეები ყვებიან, "სეარას" ფანები 5 კილომეტრში იყვნენ სტადიონიდან, როცა მათ მოწინააღმდეგე გუნდის ფანებმა მოტოციკლიდან ცეცხლი გაუხსნეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული