ფორტალეზას სტადიონ "კასტელაოზე", რომელმაც 2014 წლის მუნდიალს უნდა უმასპინძლოს, ტესტ-ივენთი გაიმართა "ფორტალეზასა" და "სეარას" შორის, რომელიც კონფედერაციის თასის (და შესაბამისად, მუნდიალის) მოსამზადებელ ეტაპად განიხილება.
ფანები სტადიონზე მიდიოდნენ, როცა მათ ესროლეს. როგორც მოწმეები ყვებიან, "სეარას" ფანები 5 კილომეტრში იყვნენ სტადიონიდან, როცა მათ მოწინააღმდეგე გუნდის ფანებმა მოტოციკლიდან ცეცხლი გაუხსნეს.