ბრაზილიელებმა გარინჩას სახელობის სტადიონი დროულად ვერ გახსნეს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, 2014 წლის მუნდიალს ბევრი საორგანიზაციო პრობლემა ელის. ბრაზილიელი მასპინძლები მუდამ აგვიანებენ და მშენებლობის დროში ვერ ეტევიან; ცალკე მოსაწესრიგებელი აქვთ ინფრასტრუქტურა. დავუმატოთ ამას კრიმინალის მაღალი დონე...

ქვეყნის დედაქალაქში უნდა გახსნილიყო ეროვნული სტადიონი, რომელიც მანე გარინჩას სახელობის იქნება და 72 ათასი გულშემატკივარი უნდა დაიტიოს, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.

მშენებლობაც დაგვიანდა და მინდვრის საფარის დაგებაც. ორივე შემთხვევაში, ორგანიზატორები წვიმებით იმართლებენ თავს.

სტადიონი თავად პრეზიდენტ დილმა რუსეფს უნდა გაეხსნა. გახსნის ახალ თარიღად 18 მაისია დათქმული.

მართალია, მუნდიალამდე ჯერ შორია, მაგრამ კონფედერაციათა თასი
უკვე კარს მოგვადგა, ზაფხულში გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ტრაგედია ბრაზილიაში: მუნდიალის სატესტო ღონისძიების წინ "სეარას" 2 ფანი ჩაცხრილეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული