იაპონიის შემდეგ მუნდიალის საგზური ავსტრალიამაც მოიპოვა

AutoSharing Option
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, რომელიც სიდნეიში გაიმართა, ავსტრალიის ნაკრებმა ერაყის გუნდს 1:0 მოუგო და მუნდიალის საგზური ნაადრევად გაინაღდა.

გამარჯვება და ბრაზილიის საგზური მწვანე კონტინენტის წარმომადგენლებს 30 წლის ჯოშუა კენედის გოლმა მოუტანა. ეს ავსტრალიელთათვის ზედიზედ მესამე მუნდიალია.

შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფში საგზური უკვე მოიპოვა იაპონიის ნაკრებმა. მათ გარდა, ჯერ მუნდიალზე თამაში მხოლოდ მასპინძელ ბრაზილიელებს აქვთ განაღდებული.

ასევე იხილეთ:
იაპონიამ მუნდიალის საგზური მოიპოვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული