14 აგვისტოს ბრიუსელში ძალზე საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართება ბელგიასა და საფრანგეთს შორის.
მწვრთნელმა დიდი სიურპრიზი შემოგვთავაზა - 33 წლის ერიკ აბიდალი ნაკრებში დააბრუნა. ექსბარსელონელმა, რომელიც ახლა "მონაკოს" წევრია, ბოლოს 2012 წლის თებერვალში ითამაშა ნაკრებში, მას მერე კი ღვიძლი გადაინერგა და ნაკრებს ვინ ჩივის, სიცოცხლე შეაგდო სასწორზე.
აბიდალმა მეორედაც აჯობა მძიმე სენს, ფეხბურთში დაბრუნდა და "მონაკოშიც" გადაბარგდა.
საფრანგეთის ნაკრები ბელგიელებთან შეხვედრისთვის ამ შემადგენლობით მოემზადება:
მეკარეები: უგო
მცველები: მატიო დებიუში (ნიუკასლი), ერიკ აბიდალი (მონაკო), ელიაკიმ მანგალა (პორტუ), ადილ რამი (ვალენსია), გაელ კლიში (სიტი), პატრის ევრა (იუნაიტედი), ბაკარი სანია, ლორან კოშელნი (არსენალი).
ნახევარმცველები: ჟოზუა გილავოგი (სენტ ეტიენი), ჟოფრეი კონდოგბია (სევილია), რიო მავუბა (ლილი), ეტიენ კაპუე (ტულუზი), მუსა სისოკო (ნიუკასლი), კლემან გრენიე (ლიონი).
თავდამსხმელები: ფრანკ რიბერი (ბაიერნი), მატიო ვალბუენა, დიმიტრი პაიე (მარსელი), სამირ ნასრი (სიტი), ქარიმ ბენზემა (რეალი), ოლივიე ჟირუ (არსენალი).
ასევე იხილეთ:
დანიელ ალვეში: "ბარსელონას" საქციელმა ძალიან გამაბრაზა