ჯოვანი ტრაპატონი ირლანდიის ნაკრების მწვრთნელობიდან გადადგა

AutoSharing Option
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ მატჩში ავსტრიასთან წაგების შემდეგ გადადგა ირლანდიელთა იტალიელი თავკაცი ჯოვანი ტრაპატონი.

მას მერე, რაც ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის წევრები შეხვდნენ ტრაპატონის და მის თანაშემწე მარკო ტარდელის, გამოცხადდა, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იტალიელი პოსტიდან გადადგა.

ჯოვანი ტრაპატონის ირლანდიის ნაკრებთან კონტრაქტი 2014 წლის ივნისამდე ჰქონდა გაფორმებული.

ავსტრიასთან 0:1 მარცხის შემდეგ ირლანდიას მხოლოდ თეორიული შანსი შერჩა, დაეწიოს მეორეადგილოსან შვედეთს.

"დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ხნის განმავლობაში მხარს გვიჭერდა. მინდა ვთქვა, რომ თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. ქვეყანას დიდი ემოციების ქვეშ
ვტოვებ, რადგან ირლანდიელმა ფანებმა თავი შემაყვარეს"
, - განაცხადა 74 წლის სპეციალისტმა.

ტრაპატონის ირლანდიამ 64 მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც 26 მოიგო, 22 ფრედ დაასრულა და 16 წააგო.

ასევე იხილეთ:
ჯოვანი ტრაპატონი: 100 მილიონი არც ერთი ფეხბურთელი არ ღირს
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქეცბაიას კი არა გავს, კაცია და ნამუსი აქვს!
murtalo
00:34 12-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული