მასპინძელთა მხრიდან თავი გამოცდილმა ფეხბურთელებმა, ედი ჯონსონმა და ლენდონ დონოვანმა გამოიჩინეს, კლინტ დემპსიმ კი შეხვედრის ბოლოს პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან აშშ-მ მუნდიალის საგზური მოიპოვა.
იურგენ კლინსმანის გუნდს მიბაძა კოსტა რიკამ, რომელმაც იამაიკასთან ბოლო წამებზე კი გაუშვა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ქულაც ეყო.
ყველაზე დაძაბული კი უშუალო კონკურენტების, ჰონდურასის და პანამის მატჩი იყო. მასპინძლები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ პანამამ
გადამწყვეტი გოლი "მალაგას" მცველმა რობერტო ჩენმა შეხვედრის უკანასკნელ წუთზე გაიტანა.
ჩენის ამ გოლმა არა მხოლოდ პანამა, არამედ მთელი მექსიკაც გაახარა, რადგან "აცტეკებმა" მესამე ადგილის დაკავების შანსი შეინარჩუნეს, თუმცა ეს შანსი საკმაოდ მცირეა.
შეგახსენებთ, რომ სამეული მუნდიალის საგზურს პირდაპირ მიიღებს, მეოთხე ადგილზე გასული გუნდი კი პლეი ოფში ახალ ზელანდიას შეხვდება.
VIII ტური
იამაიკა-კოსტა რიკა 1:1
გოლები: 0:1 ბრენესი (74), 1:1 ანდერსონი (90)
აშშ-მექსიკა 2:0
გოლები: 1:0 ე. ჯონსონი (49), 2:0 დონოვანი (78)
ჰონდურასი-პანამა 2:2
გოლები: 1:0 კოსტლი (28), 1:1 გ. ტორესი (50), 2:1 პალასიოსი (61), 2:2 ჩენი (90)
თ მ ფ წ ბ ქ
1. აშშ 8 5 1 2 10-6 16
2. კოსტა რიკა 8 4 3 1 11-5 15
3. ჰონდურასი 8 3 2 3 10-10 11
4. პანამა 8 1 5 2 7-9 8
5. მექსიკა 8 1 5 2 4-6 8
6. იამაიკა 8 0 4 4 3-9 4
დარჩენილი მატჩები:
11 ოქტომბერი:
მექსიკა-პანამა, ჰონდურასი-კოსტა რიკა, აშშ-იამაიკა
15 ოქტომბერი:
იამაიკა-ჰონდურასი, პანამა-აშშ, კოსტა რიკა-მექსიკა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"