მუნდიალი 2014: უკრაინა ტრიბუნებზე ცეცხლის დანთებისთვის მკაცრად დაისჯება

AutoSharing Option
6 სექტემბერს უკრაინის ნაკრების გულშემატკივარს მისი ეროვნული გუნდის თამაშის წყალობით ბედნიერებისთვის საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა.

სან-მარინოსთან გამართულ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში მასპინძლებმა 9:0 იმარჯვეს.

მიუხედავად ამისა, ნაწილმა ტრიბუნებზე პიროტექნიკური საშუალებებით ცხოვრების გახალისება გადაწყვიტა და სულ დაავიწყდა, რომ უეფა მსგავს ნაბიჯებს არავის პატიობს.

ხულიგნები ყოველ გოლს ახალი ფეიერვერკით ხვდებოდნენ. ყველაზე მეტად ასეთ დროს დაზარალებული გუნდი გამოდის და არა გულშემატკივარი.

ავტორიტეტული უკრაინელი ჟურნალისტის, არტემ ფრანკოვის ცნობით, ევროპული ფეხბურთის მამები სწორედ ამის გაკეთებას აპირებენ.

"ცისფერ-ყვითელთა" მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ უკრაინაში ეს
პირველი შემთხვევა არ არის და სამწუხაროდ, არც იმის გარანტია არსებობს, რომ ეს აღარ განმეორდება. ჩვენი კოლეგა ვარაუდობს, რომ 11 ოქტომბერს ხარკოვში პოლონეთთან დანიშნული გადამწყვეტი შესარჩევი მატჩი ცარიელი ტრიბუნების წინ გაიმართება.

საკითხის განხილვა უახლოეს დღეებში უეფას კონგრესზე იგეგმება. უმკაცრესი სანქციის დაწესების ალბათობა საკმაოდ დიდია.

აი, რას აცხადებს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი სერგეი სტოროჟენკო:

"ლვოვში ნამდვილი სკანდალი მოხდა. პიროტექნიკური საშუალებების გარდა, ფანებმა არაერთი სხვა წესი დაარღვიეს, თუმცა გავრცელებული ხმები, რომ ტრიბუნებზე ფაშისტური სიმბოლიკიანი ბანერები იყო გამოფენილი, ტყუილია.

მაყურებელი განსაკუთრებულად უარყოფითად ედმარს შეხვდა. ბურთზე თითოეულ შეხებას მისი შეურაცხყოფის კორიანტელი სდევდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამის გამო ძალიან ცუდ შედეგებს მოვიმკით.

უეფას დელეგატებმა დავთრებში იმდენი რამ ჩაინიშნეს, რომ... ტრიბუნების მხოლოდ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით თუ შემოიფარგლნენ, მადლობა გვექნება სათქმელი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვის მოუგეს 9-0? დაწერეთ რა სრულად..
Georgi
11:51 19-09-2013
0

სიახლეები პოპულარული