დიეგო კოშტას დებიუტი შეიძლება საქართველოს ნაკრებთან ჰქონდეს

AutoSharing Option
ლუიშ ფელიპე სკოლარის სანაკრებო სიაში არ მოიძებნა ადგილი მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდ დიეგო კოშტასთვის.

არადა, დიეგო კოშტა სუპერფორმაშია - 24 წლის ბრაზილიელმა ლა ლიგაში 7 გოლი გაიტანა.

ესპანური მედიის ცნობით, ეს იყო ბოლო წვეთი და კოშტამაც საბოლოოდ გადაწყვიტა იმ ნაკრების მაისურის მორგება, რომელსაც ძალიან სურს მისი დამატება.

საუბარი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთზეა. ვისენტე დელ ბოსკეს ნამდვილად არ შეუშლის ხელს მუნდიალზე კიდევ ერთი მაღალი დონის ფორვარდი.

კოშტას ბრაზილიის ნაკრებში მარტში ორი ამხანაგური მატჩი აქვს გამართული - იტალიასთან და რუსეთთან.

"ახლა მხოლოდ
მომავალ მადრიდულ დერბიზე ვფიქრობ, მაგრამ თუკი დელ ბოსკე დამირეკავს, როგორ უნდა ვუთხრა უარი?" -
განაცხადა ფეხბურთელმა.

ფიფას წესებით, თუ ფეხბურთელს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, მას შეუძლია შეცვალოს ნაკრები, თუკი არ უთამაშია "ა" კატეგორიის საერთაშორისო მატჩში, კოშტამ კი მხოლოდ ამხანაგურში ითამაშა.

ლუიშ ფელიპე სკოლარი გაოცებულია:

"ფიფა, მგონი, 40-60-იანი წლების დროს უბრუნდება, როცა სანდრო მაცოლას ბრაზილიის ნაკრებშიც ჰქონდა ნათამაშები და იტალიაშიც; ასევე, შემიძლია გავიხსენო დი სტეფანო, პუშკაში...

ერთ-ორ წელიწადში ეს ცუდ შედეგებს მოუტანს მსოფლიო ფეხბურთს. ფეხბურთელმა შეიძლება 1, 5, 10 ან ასი თამაში ითამაშოს ამხანაგური და თურმე ეს არ ითვლება - საოცარია პირდაპირ"
.

ასევე იხილეთ:
ლუიშ ფელიპე სკოლარი: მუნდიალზე თამაში ნებისმიერ ბრაზილიელ ფეხბურთელს შეუძლია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული